„აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტით მყოფ ნატო-ს გენერალურ მდივანთან ზამთრის წინ უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საკითხი განიხილა. ამის შესახებ ზელენსკიმ სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მან გენერალურ მდივანთან განიხილა თავდაცვის ძირითადი საკითხები, ბრძოლის ველზე არსებული ვითარება და უკრაინელი ჯარისკაცების საჭიროებები.

ზელენსკის თქმით, საჭიროა აგრესორზე ზეწოლა, რათა  რუსეთმა უკან დაიხიოს.

„აუცილებელია უკრაინის საჰაერო ფარის გაძლიერება. ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მოსალოდნელ თავდასხმებთან დაკავშირებით“,- განაცხადა ზელენსკიმ და აღნიშნა, რომ ითხოვა პარტნიორი ქვეყნების მიერ საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების გაზრდა.

„ჩვენ ერთად უნდა გავიაროთ ეს ზამთარი, დავიცვათ ინფრასტრუქტურა და ჩვენი ხალხის სიცოცხლე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები