,,უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება”- ნიკოლ ფაშინიანი

უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში არცერთი სომეხი აღარ დარჩება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, სომხების გამოსვლა მთიანი ყარაბაღიდან, აზერბაიჯანის ეთნიკური წმენდის პოლიტიკის შედეგად გრძელდება.

„ანალიზი აჩვენებს, რომ უახლოეს დღეებში მთიან ყარაბაღში სომეხი აღარ დარჩება. ეს არის ეთნიკური წმენდისა და სამშობლოს ჩამორთმევის პირდაპირი აქტი, რაზეც დიდი ხანია, ვესაუბრებით საერთაშორისო საზოგადოებას. მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო მოთამაშეების განცხადებები, რომლებიც გმობენ მთიან ყარაბაღში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას, მაგრამ თუ მათ არ მოჰყვება კონკრეტული ქმედებები, მაშინ ისინი განიხილება მხოლოდ მორალური სტატისტიკის შექმნის ნაწილად ისტორიისთვის“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

მსგავსი თემები