,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა”- ლავროვი

,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა,”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთს არასდროს ჰქონია ნეგატიური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ “ჩვენ ნამდვილად გვიყვარს ქართველი ხალხი, როგორც, ფაქტობრივად, ამიერკავკასიის ყველა ხალხი”.

,,დიპლომატიური ურთიერთობები ჩვენ არ გავწყვიტეთ, ეს იყო სააკაშვილის რეჟიმის ინიციატივა, რომელმაც აშშ-ის წახალისებით ხელი ასწია საკუთარ მოქალაქეებზე, ოსებზე, რომლებსაც თავის მოქალაქეებად თვლიდა და აწია. ხელი აწია მშვიდობისმყოფელთა წინააღმდეგ. და როცა ღირსეული პასუხი მიიღო, თავისი სრული პოლიტიკური და სამხედრო მარცხის კომპენსაცია ანტირუსული ქმედებებით დაიწყო”, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები