,,პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ”- ღუდუშაური

ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოსახლეობას კონსტიტუაცია გადაახია.

,,საქართველოს მოსახლეობას გადაგვახია კონსტიტუცია. ამაზე რა თქმა უნდა პასუხი იქნება ადეკვატური და ქალბატონ პრეზიდენტს შევახსენებთ, რომ იმ თავის ძირს დაგდებულ კონსტიტუციას ავაღებინებთ და ხელში დავაკავებინებთ. იძულებულს გავხდით, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა წაიკითხოს საქართველოს კონსტიტუცია. ამას ქალბატონი პრეზიდენტი ინგლისურად იზამს, ფრანგულად თუ ქართულად, ეს მისი ნებაა,”- განაცხადა ღუდუშაურმა.

მსგავსი თემები