,,რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან”- სტოლტენბერგი

„უკრაინის მომავალია ნატო-ში. ვიდრე ჩვენ ვმუშაობთ თქვენთან ერთად, რომ მოგამზადოთ ამ მომავლისთვის, ნატო უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენი ხანიც საჭიროა,”-  ამის შესახებ კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისი თქმით, ”რაც უფრო ძლიერია უკრაინა, მით უფრო ახლოს ვართ რუსეთის აგრესიის დასრულებასთან”.

„რუსეთს შეუძლია, იარაღი ახლავე დაყაროს და ეს ომი დღეს დაასრულოს. უკრაინას ეს არჩევანი არ აქვს. უკრაინის დანებება არ ნიშნავს მშვიდობას, ეს ქნება რუსეთის სასტიკი ოკუპაცია. მშვიდობა ნებისმიერ ფასად საერთოდ არ იქნება მშვიდობა. უკრაინას სჭირდება სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა და შესაბამისად, მე მტკიცედ მივესალმები პრეზიდენტ ზელენსკის ათპუნქტიან გეგმას ამ მიზნის მისაღწევად“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

მსგავსი თემები