,,საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო”- პრემიერი პრეზიდენტზე

,,ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შარშან ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში,  საფრანგეთის პრეზიდენტი იყო.

,,ქალბატონი სალომე, რომელ ქვეყანასაც წარმოადგენს და წარმოადგენდა, ასე ვიტყოდი, საფრანგეთის დარწმუნებაც ვერ შეძლო მან შარშან, გახსოვთ, რომ ერთადერთი, ვინც ჩვენი ქვეყნის მიმართ დასვა კითხვა გეოგრაფიის კონტექსტში, იყო საფრანგეთის პრეზიდენტი. მანამდე გაგზავნილი მყავდა ქალბატონი სალომე და ამის შემდეგ მოხდა ძალიან სკეპტიკურ განცხადების გაკეთება. ამ ადამიანმა საკუთარი მეორე სამშობლოს თუ პირველი სამშობლოს, როგორც უნდა ისე გადაალაგოს, დარწმუნება ვერ შეძლო იმაში, რომ გეოგრაფია აქ სრულიად უადგილოა და ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის ბუნებრივი წევრი და ასეთ ვითარებაში, ასეთი რთული გეოპოლიტიკის დროს, გეოგრაფიაზე მინიშნება არის აბსოლუტურად გაუმართლებელი,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები