შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ფინეთის პარლამენტის ახლადარჩეულ თავმჯდომარეს იუსი ჰალა-აჰოს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა მას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატება უსურვა. აგრეთვე, გამოხატა მადლიერება ფინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.

პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. ხაზი გაუსვა საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი ერთგულებასა და გასულ წელს ევროკავშირის მიერ აღიარებული ევროპული პერსპექტივის მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად, რაშიც საქართველოს ექნება ფინეთის მხარდაჭერა, რისთვისაც შალვა პაპუაშვილმა იუსი ჰალა-აჰოს მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა, აგრეთვე, მიმოიხილეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი და მისი გეოპოლიტიკური შედეგები, სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების გარემო და რეგიონში მიმდინარე მოვლენები.

მსგავსი თემები