,,გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთთან კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია”- სარჯველაძე

გადაჭრით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ კონსულტაციებს და შეთანხმებას ადგილი არ ჰქონია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, არასწორი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია.

„დააკვირდით როდის და როგორ კეთდება ეს განცხადება, თუ ვინმეს სჯერა, რომ რუსეთი და საქართველოს ხელისუფლება არიან კონსპირაციული თნამშრომლობაში, რა ინტერესი შეიძლება იყოს ლავროვის, როდესაც ასეთ საჯარო პუბლიკაციას აკეთებს ამ თემასთან დაკავშირებით და ვის ინტერესშია ასეთი განცხადებები. სამწუხაროდ, ძალიან მარტივად აღმოვაჩენთ, რომ არასწორი ინფორმაციის გავრცელება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ოპოზიციის ინტერესშია, რომელიც სამწუხაროდ, მათ მიერ გაჟღერებული ლოზუნგების მიუხედავად, შემჩნეულია ჩვენს ქვეყნაში რეალურად რუსული საქმის კეთებაში. სამწუხაროდ, ეს არის რეალობა. გაქვთ მცდელობა, რომ ამ ყველაფერში მოძებნოთ კონსპირაციების თეორიებისთვის დასაყრდენი და რეალურად ამის მიზეზი არ გაქვთ. ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

როდესაც დავინახეთ, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, შევთანხმდით მთავრობასთან ფრენების განახლებაზე – ლავროვი

მსგავსი თემები