23 წლის ბიჭის მკვლელობა გურიაში – ახალი დეტალები

გურიაში 23 წლის მოკლული ახალგაზრდას ცხედარი ქუთაისში, სამხარაულის კლინიკაში ექსპერტიზაზე გადაასვენეს. მანამდე კი მოკლულის ახლობლები დაბა ჩოხატაურში, მამქოლის კლინიკასთან იყვნენ შეკრებილები, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ესვენა.

მათ მკვლელობის მიზეზებზე არ უსაუბრიათ. თუმცა, ცნობილია, რომ შემთხვევა სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ მოხდა.

დამნაშავეს პოლიცია ამ დრომდე ეძებს. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები