,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს” – ვარჰეი

,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს”. ამის შესახებ გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი გაწევრიანების მსურველ ქვეყნებს დამატებით თანხებსა და ბაზარზე წვდომას შესთავაზებს, შეთავაზება კი, ჯამში, 10 ქვეყანას შეეხება, 8 კანდიდატის სტატუსის მქონეს (ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა) და 2 ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას (საქართველო და კოსოვო).

,,მომდევნო კვირების განმავლობაში დაინახავთ გაფართოებაზე ჩვენს ახალ ხედვას და პაკეტს, რომელიც ახლა მოიცავს 10 კანდიდატ ქვეყანას ან ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანას.

გვსურს ამ ქვეყნების ჯერ კიდევ გაწევრიანებამდე ერთიან ბაზარში, თანდათანობითი ინტეგრირების შესაძლებლობა შევქმნათ, ვინაიდან ეს მომგებიანი იქნება ევროკავშირისთვის და კანდიდატი ქვეყნებისთვის”, – განაცხადა ვარჰეიმ.

მსგავსი თემები