ტაშკენტში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 162 დაშავდა

ერთი ადამიანი დაიღუპა და 162 დაშავდა ხუთშაბათს ტაშკენტის აეროპორტის მახლობლად მდებარე საწყობში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, გარდაცვლილია მოზარდი ბიჭი. მათივე ცნობით,  24 ადამიანი ჰოსპიტალიზირებულია, მაგრამ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო 138 დაშავებულებს მკურნალობდნენ.

საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, შემთხვევის ადგილზე სპეციალური ლაბორატორია შეიქმნა აფეთქების მიზეზის გამოსაკვლევად.

 

აფეთქება ტაშკენტის აეროპორტთან – არიან დაშავებულები

მსგავსი თემები