“ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“ –  დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენა ხმაურით მიმდინარეობს. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ ვახტანგ გომელაურს რაჭის სტიქიაზე ჰკითხა და პასუხი მოითხოვა, თუ რატომ არ ჩავიდა პრემიერ სტიქიის ზონაში პირველივე დღეს.

“შენ ხარ ნაძირალა“, „არაკაცი“, „მაჯლაჯუნა“, „ვინ გაგზარდა!“, – ამ შეძახილებით შეხვედნენ ვაშაძის გამოსვლას საპარლამენტო  უმრავლესობის წარმომადგენლები სხდომათა დრბაზში.

ვაშაძემ ვახტანგ გომელაური სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაციის გამოც გააკრიტიკა და აღნიშნა რომ ის არ იყო ოპერატიული.

მას „პოპულისტი,“  „ომის პარტიის“ წერი და სხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც უწოდეს.

 

მსგავსი თემები