,,გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია”- ზბიგნევ რაუ

ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთისა და რუსეთის შედარება, რომელიც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში ისმის, უკიდურესად შეურაცხმყოფელია პოლონელი საზოგადოებისთვის.

„მიგვაჩნია, უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე, მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელია. პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ პოლონეთთან ურთიერთობა პოლონეთისა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ინტერესის მიხედვით განვითარდეს. საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ“, – განაცხადა რაუმ.

რაუმ აღნიშნა, რომ იმავე სახლებში, სადაც პოლონელები მიესალმნენ უკრაინელ ლტოლვილებს და უსმენდნენ მათ ისტორიებს, „დღეს გაკვირვებული ვართ, როგორ შეიძლება, პოლონელები და რუსები მოიხსენიონ ერთად, როგორც უკრაინელებისთვის ზიანის მიმყენებლები“.

მსგავსი თემები