ამხელა შს მინისტრი რომ ოროსანი დაჩი ბერაიას დასაცავი ხართ, თქვენს ადგილას შემრცხვებოდა – წითლიძე გომელაურს

,,ამხელა შს მინისტრი რომ ხართ კაცი, აი ამხელა სამინისტრო გაბარიათ და ოროსანი დაჩი ბერაიას, ირაკლი ზარქუას და ალუდა ღუდუშაურის დასაცავი, რომ ხართ, თქვენს ადგილას ძალიან შემრცხვებოდა, მაგრამ თქვენ რა თქმა უნდა, არ გრცხვენიათ,”- ამ სიტყვებით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ანი წითლიძემ ვახტანგ გომელაურს მიმართა.

,,შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით თქვენ აქ რომ პასუხებით არ მოხვიდოდით, ეს ძალიან კარგად ვიცით. პირველივე დღეებში თქვენ გააკეთეთ ასეთი განცხადება, რომ გამოსაძიებელი არაფერი არ არისო და  ამით ფაქტობრივად  პასუხი გაეცით კითხვებს. თქვენ დამოუკიდებელი და თავისუფალი სასამართლოს პირობებში მოგიწევთ ამ კითხვებზე პასუხის გაცემა, თუმცა თქვენ კიდევ ბევრ რამეში ხართ დამნაშავე ბატონო მინისტრო.

თქვენი თანამშრომლები: შალვა ბედოიძე, თეიმურაზ კალანდაძე, ირაკლი გორგილაძე, დავით შანიძე, ლაშა ფირცხალაშვილი, კახა  თუთბერიძე, აი ამ ადამიანებმა თქვენი დვალებით 2021 წლის 12 ოქტომბერს ხობში დააკავეს ლექსო რაფავა, სახლში შეუვარდნენ, არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით იარაღი ჩაუდეს  და ორი წელია ეს ადამიანი ტყვეობაში გყავთ, რადგან თქვენი პოლიტიკური დავალებები არ შეასრულა და მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ არ გაძლევდათ ხმას. ამიტომ დამნაშავე ხართ ლექსო რაფავას ოჯახის წინაშე, დამნაშავე ხართ ძმები წულუკიძეების  წინაშე და თქვენ დამნაშავე ხართ ელდარ ანთაძის წინაშე. ყველა ამ ადამიანის  უკანონო პატიმრობაზე პასუხისმგებლობა აუცილებლად  მოგიწევთ,”- განაცხადა წითლიძემ.

მსგავსი თემები