მთიანი ყარაბაღიდან ჩვენი თანამემამულეების სომხეთში გადაყვანა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ ჩვენი თანამემამულეების მთიან ყარაბაღში დარჩენა შეუძლებელია – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე.
„სომხეთში ხალხის შესაძლო შემოდინების შემთხვევაში, მომზადდა 40 000-ზე მეტი ადგილი. საუბარია საცხოვრებელ ადგილებზე, ასევე ჯანდაცვასა და კვებაზე. ეს არის კოორდინირებული პოზიცია მთიანი ყარაბაღის პარტნიორებთან. ჩვენი პირველი გეგმა – არ გავიყვანოთ სომხები მთიანი ყარაბაღიდან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენს ქმედებებში, რათა ჩვენს თანამემამულეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, იცხოვრონ საკუთარ სახლებში შიშის გარეშე“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.