ლიფტში კაცს ჭრილობები მიაყენა, შემდეგ ცეცხლი წაუკიდა – ბრალდებულს 19 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თბილისში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ,,სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 22 მარტს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში,  ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ერთ-ერთი კორპუსის ლიფტში დაზარალებულს განსაკუთრებული სისასტიკით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში  მრავლობითი ჭრილობები მიაყენა, შემდეგ  ბენზინი დაასხა და ცეცხლი წაუკიდა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში…

მეტი...

”ტაქსის” მძღოლი, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, საჭესთან შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა

ოზურ­გე­თი-ბა­თუ­მის გზა­ზე ავ­ტო­მო­ბი­ლი თხრილ­ში გა­და­ვარ­და.  “ტაქ­სის” მძღო­ლი შე­უძ­ლოდ გახ­და, საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და ავ­ტო­მო­ბი­ლი თხრილ­ში ჩა­ვარ­და. “გუ­რია ნი­უ­სის” ინფორმაციით, ტაქ­სი­ში ახალ­გაზ­რდა დედა და შვი­ლე­ბი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მათ სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა. გა­მო­ცე­მის ცნო­ბით,, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ტაქსის მძღოლი, 65 წლის მა­მა­კა­ცი გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდა. გავრცელებული იფორმაციით, გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გუ­ლის შე­ტე­ვაა.

მეტი...

,,მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას”- პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო. როგორც მთავრობის მეთაური “ტვიტერზე” წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის. “გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი დავსწრებოდი აშშ პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას. აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის”, – აღნიშნავს პრემიერი.

მეტი...

დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონების გადამალვის ფაქტები – ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იმერეთის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდებისა და ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, ქონების მოჩვენებითი გარიგებით გადამალვის ფაქტებზე სისხლის სამართლებრივი დევნა ერთი პირის მიმართ დაიწყო. უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით არ ახდენდა კომპანიის გადასახადების სრულად დეკლარირებას, რა გზითაც მან თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯამში, 287 960 ლარის გადახდას. „მოსალოდნელი საგადასახადო ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა კომპანიის საკუთრებაში არსებული 567 076 ლარის ღირებულების ქონება მოჩვენებითი, თვალთმაქცური გარიგებით, გადააწერა მისავე განკარგულებაში…

მეტი...

უკრაინა და აშშ იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, აშშ და უკრაინა იარაღის ერთობლივ წარმოებაზე შეთანხმდნენ. მისი თქმით, ეს ნიშნავს ახალ ინდუსტრიულ შესაძლებლობებს და სამუშაო ადგილებს უკრაინის მოქალაქეებისთვის. ,,ვაშინგტონში ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები. შეხვედრა პრეზიდენტ ბაიდენთან და მის გუნდთან. ჩვენ მივაღწიეთ ახალ თავდაცვის შეთანხმებას, მათ შორის საჰაერო თავდაცვას, არტილერიას, ჭურვებსა და საინჟინრო აღჭურვილობას. ჩვენ ასევე შევთანხმდით გრძელვადიან პარტნიორობაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინა და შეერთებული შტატები ერთობლივად აწარმოებენ საჭირო იარაღს. ეს არის ჩვენი ერთიანობის ახალი დონე! თავდაცვის ინდუსტრიაში შეერთებულ შტატებთან ერთობლივი წარმოება ისტორიული მოვლენაა. ახალი ინდუსტრიული ბაზა, ახალი სამუშაო ადგილები ორივე…

მეტი...

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფ 15 პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ,,კანონიერი ქურდობისთვის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 15 პირს ბრალდება წარუდგინა. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, 2 სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი  ,,კანონიერი ქურდების“ – ლ.მ.-ს და რ.ხ.-ს დავალებით, საქართველოში სისტემატიურად აწყობდნენ ,,ქურდულ გარჩევებს“, იხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და უზრუნველყოფდნენ ე.წ. „ქურდული საერთოსთვის“ თანხების შეგროვებას. ასევე, ორმა პირმა დავის მის სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა. 2 პირს  ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის…

მეტი...

,,ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100 პროცენტით მუშაობს”- ზელენსკი

„პუტინის მიზნების სია ახლა განსხვავებულია. პუტინი იძულებულია, დაიმციროს თავი ფხენიანის დელეგაციის პირადად გართობით“,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში, ეროვნულ არქივში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინა დამარცხდება, ევროპის ნახევარს კვლავ მოსკოვის გავლენის სფეროში მოხვედრის საფრთხე დაემუქრება. ,,უკრაინის უსაფრთხოებაში და თავისუფლების გლობალურ დაცვაში ჩადებული ამერიკული ინვესტიციის ყოველი ცენტი 100 პროცენტით მუშაობს,”- განაცხადა ზელენსკიმ.  

მეტი...

აშშ უკრაინას 325 მილიონი დოლარის დახმარებას გაუწევს

შეერთებული შტატები უკრაინას 128 მილიონ აშშ დოლარს გაუწევს უსაფრთხოების ახალ დახმარებას, ასევე 197 მილიონ აშშ დოლარს იარაღისა და აღჭურვილობისთვის – ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა. პაკეტი მოიცავს დამატებით საჰაერო თავდაცვის საბრძოლო მასალებს. „ის ასევე შეიცავს საარტილერიო საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის შესაძლებლობებს, ასევე კასეტურ საბრძოლო მასალებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს უკრაინის შესაძლებლობას გააგრძელოს კონტრშეტევა რუსეთის ძალების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კანადაში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ინფორმაციით, ლიდერებმა ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებასა და უკრაინელი ხალხისთვის დახმარების მიმართულებაზე ისაუბრეს. ,,ითქვა, რომ კანადა უკრაინის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. ტრუდო შეხვდა ზელენსკის იმისთვის, რომ სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელების პირობა მიეცა”, – ნათქვამია  ინფორმაციაში. ზელენსკის ვიზიტი დაანონსებული არ იყო.

მეტი...

,,უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში დავამტკიცე”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით,  „აბრამსის“ ტიპის ტანკები უკრაინას მომავალ კვირას გადაეცემა. მისი თქმით, აშშ ორიენტირებულია უკრაინის საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებაზე. „დღეს მე უკრაინისთვის აშშ-ს უსაფრთხოების დახმარების შემდეგი ტრანში დავამტკიცე, მათ შორის მეტი არტილერია, მეტი საბრძოლო მასალა, მეტი ტანკსაწინააღმდეგო იარაღი. მომავალ კვირას უკრაინას პირველი ამერიკული „აბრამსის“ ტანკები გადაეცემა“, – განაცხადად ბაიდენმა ზელენსკისთან შეხვედრისას.  

მეტი...

დღეს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, ვიზიტორებს ეზღუდებათ შესვლა

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაშია ნათქვამი, დღეს პარლამენტში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ვიზიტორებს პარლამენტის სასახლეში შესვლა ეზღუდებათ. „მიმდინარე წლის 22 სექტემბერს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე – ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა. შეზღუდვა არ შეეხება აკრედიტებულ საპარლამენტო ჟურნალისტებს. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“, – ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს და…

მეტი...

ესპანეთში ქართველ ემიგრანტს ეძებენ

ესპანეთში 36 წლის ქართველ ემიგრანტს ეძებენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდებდა. როგორც ირკვევა, ემიგრანტს ერთი კვირაა ვერ უკავშირდებიან. „ესპანეთში მყოფ მეგობრებს მოგმართავთ – დაიკარგა 36 წლის თამაზ როხვაძე. 1 კვირაა, ვერ ვუკავშირდებით. (ახლა დედის გვარს ატარებს, თამაზ მაჩალაძე) უკვე საელჩოსაც მიაწოდეს ინფორმაცია. იქნებ ვინმემ სადმე ნახოთ, არ ვიცით, რა მდგომარეობაშია. 3 თვეა, რაც ესპანეთშია. დამეხმარეთ განცხადების გაზიარებაშიც… თუ ცოტა ინფორმაციაც გეცოდინებათ, მომწერეთ..“ – წერს  მარიამ მაჩალაძე.

მეტი...

სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა – დაშავდა სულ მცირე 45 ადამიანი

აშშ-ში, ნიუ-იორკთან ახლოს, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. შემთხვევის შედეგად ერთი დაიღუპა, 45-მდე კი დაშავდა. სკოლის მოსწავლეები ბანაკში, მუსიკალური ღონისძიებაზე მიემგზავრებოდნენ. შემთხვევის ადგილას პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფები იყო მობილიზებული. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო ვერტმფრენიც. დამატებით დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,მინდა ევროპული მომავალი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვა ჩემს ადათ-წესებზე”- კახა კალაძე

როგორ შეიძლება გვინდოდეს რუსეთი მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერ ოკუპირებულია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი ნაბიჯი 2012 წლიდან გადადგა. „გვინდა მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები, არა ისე, რომ თავში წამოგვარტყას ვინმემ იმის გამო, რომ პატარა ქვეყანა ვართ. მეამაყება, საქართველო, პატივს ვცემ ჩემს წინაპრებს, ეკლესიას, პატრიარქს, კულტურას. როდესაც ამაზე საუბრობ, გამოდიან და aმბობენ, ეს ბნელიაო, თითქოს ისინი არიან გონებაგახასნილები. მოსახლეობის უმეტესობა ხედავს ამ ყველაფერს, იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რასაც „ქართული ოცნება“ ატარებს. თუ რაიმე წარმატებას გვაქვს…

მეტი...