,,პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე მიმართვას ელოდებოდა, თუმცა ორი დღეა, ხელს არ აწერს”- მდინარაძე

 

მისი თქმით, პრეზიდენტი ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას  ანარჩუნებინებს.

„ზუსტად არ ვიცი, რა მოტივაცია აქვს, მაგრამ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ პრეზიდენტი მიმართვის დაკმაყოფილებას აჭიანურებს, რადგან მითითებას ელოდება და ამას ვერ წყვეტს, როგორც სხვა საკითხებს. რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერ მიაღწიეს, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ.

პრეზიდენტს სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, რომ ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს, თუმცა უკვე ორი დღეა გასული და ხელს არ აწერს, რაც გამაოგნებელია. ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და, სამწუხაროდ, პრეზიდენტი ამ გეგმის ნაწილი იყო. ის მოქალაქეობის არშეწყვეტით ოპოზიციას დაბალ ტემპერატურას  ანარჩუნებინებს. ალბათ იუსტიციის სამინისტროს მიმართვას არ ელოდებოდა, მოულოდნელი იყო და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს. ვინმეს რომ ეთქვა, იუსტიციის სამინისტრო მიმართავს და პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად არ შეუწყვეტსო, ხომ არ წარმოიდგენდით? თურმე ესეც წარმოსადგენია“, – განაცხადა მდინარაძემ.

მსგავსი თემები