ლონდონში, პოლიცია დედას და ორ შვილს ეძებს

ლონდონში, პოლიცია სასწრაფოდ  დედას და მის ორ შვილს ეძებს. მათი გატაცებისთვის 50 წლამდე მამაკაცი უკვე დააკავეს.

31 წლის ჯეიმი-ლი კელიმ სამშაბათს საღამოს დატოვა ოჯახის შეფასების ცენტრი ჩრდილო-დასავლეთ ლონდონში სამი წლის ქალიშვილთან და ახალშობილ ბიჭთან ერთად პერსონალის სურვილის საწინააღმდეგოდ.

ოთხშაბათს გამოძიებასთან დაკავშირებით 50-წლამდე მამაკაცი დააკავეს, ის რჩება პატიმრობაში.

პოლიცია ახლა მოსახლეობას დახმარებას სთხოვს ოჯახის პოვნაში.

„ჩვენ უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ჯეიმი-ლისა და მისი შვილების კეთილდღეობით, რომელთაგან ერთი თვეზე ნაკლებია“,- განაცხადა დეტექტივმა.

მსგავსი თემები