კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება – პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ კიევსა და ევროპულ დედაქალაქებს შორის უთანხმოება გაიზრდება. მისი თქმით,  ეს გარდაუვალია.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ვარშავასა და კიევს შორის არის გარკვეული უთანხმოება, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს დაძაბულობა ვარშავასა და კიევს შორის გაიზრდება. გვესმის, რომ უთანხმოება კიევსა და ევროპის სხვა დედაქალაქებს შორის დროთა განმავლობაში ასევე გაიზრდება. ეს გარდაუვალია“, – აღნიშნა კრემლის წარმომადგენელმა.

მსგავსი თემები