ბაიდენი ზელენსკის შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას დაჰპირდა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა თავის უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის დაჰპირდა, რომ შეერთებული შტატები შორ მანძილზე მოქმედი ATACAMS-ის ტიპის რაკეტების მცირე რაოდენობას მიაწვდის.

ენ-ბი-სი“ინფორმაციით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია სამმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა და კონგრესის ერთმა თანამშრომელმა მიაწოდა. უცნობია, როდის მიიღებს უკრაინა ამ შეიარაღებას.

თვეების განმავლობაში, უკრაინა ითხოვდა არმიის ტაქტიკური სარაკეტო სისტემას, რომელიც ცნობილია როგორც ATACMS, რომელიც კიევს მისცემს შესაძლებლობას დაესხას სამიზნეებს დაახლოებით 180 მილის მანძილზე.

მსგავსი თემები