ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას დაარტყეს

ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინას რაკეტა დაარტყეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის მიერ დანიშნული სევასტოპოლის გუბერნატორმა ავრცელებს.

Telegram-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ ფრაგმენტი ჩამოვარდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დედაქალაქ ლუნაჩარსკის თეატრთან.

“მტერმა სარაკეტო იერიში მიიტანა ფლოტის შტაბზე. ფრაგმენტები ჩამოცვივდა ლუნაჩარსკის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – წერს ე.წ გუბერნატორი.

მისი თქმით, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადები და დაზუსტებულია ინფორმაცია დაზარალებულთა შესახებ.

მსგავსი თემები