,,ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი”- სალომე სამადაშვილი

,,იმდენჯერ მოვისმინეთ რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მგონი ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი,”- ამ სიტყვებით „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართა.

მისი თქმით, ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორად ჩინურ კონსორციუმი აღმოჩნდება.

,,იმდენჯერ მოვისმინეთ რომ ანაკლიის პორტი აშენდება, მგონი ამდენი ხანი კომუნიზმსაც ააშენებდნენ ლენინი და სტალინი.. გამარჯვებული რატომღაც აღმოჩნდება სწორედ ჩინური შესაბამისი განმცხადებელი. თეორიული ხარჯი 50 მილიონი იყო ძალიან სარისკო სახელმწიფოსთვის, დღეს ეუბნებით საზოგადოებას, რომ ასობით მილიონს აპირებთ, რომ დახარჯოთ ამ პროექტში ხალხის ჯიბიდან ამოღებული. მე მაინტერესებს 50 მილიონიანი გარანტიისთვის თუ ძალიან სარისკო იყო ეს პროექტი, დღეს ასობით მილიონის დახარჯვას რომ აპირებთ, გაღატაკებული ხალხის ფულის ამ პროექტში, აღარ არის?“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები