მოგზაურობა კლდეებს შორის გაშენებულ ლუნცინის ხეობაში – რეპორტაჟი პეკინიდან

ლუნცინის ხეობა პეკინიდან ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 80 კმ-ში მდებარეობს. მას “პატარა სამ ხეობას” უწოდებენ. ეს არის კლდეებს შორის გაშენებული სამოთხე. ტერიტორიის გარე სივრცემდე მიდიხარ ტრანსპორტით, ტერიტორიაზე გხვდება გადახსნილი, ტურისტული ავტობუსი, რომლითაც მიგიყვანენ იმ ზონამდე, საიდანაც იწყებ ფეხით მოგზაურობას.

პირველი წერტილი არის გველეშაპის გამოქვაბული. შედიხარ ღია გველეშაპის პირში, რომელშიც მოწყობილია სპეციალური ესკალატორი, როგორც მეტროში, რომელსაც აყავხარ კლდეების ძირში, იქ, სადაც ტურისტებს კლდეებს შორის მოქცეული სამოთხე ელოდებათ.

კერძოდ, მდინარე, სადაც სპეციალური კატერებით შედიხარ ხეობაში და იწყებ მოგზაურობს. კატერს მიყავხარ სწორედ იმ წერტილამდე, სადაც მოძრაობს საბაგირო და მხოლოდ საფეხმავლო სივრცეა.

ტერიტორიაზე შესასვლელი ბილეთი 140 იუენი (დაახლოებით 25 დოლარი) ღირს, რომელშიც შედის ტურისტული გადახსნილი ავტობუსით სპეციალურ წერტილამდე მიყვანა, შენდეგ კი კატერით კლდეებს შორის მოქცეულ ხეობაში გასეირნება და საფეხმავლო ზონამდე მიყვანა.

რაც შეეხება სიმაღლიდან ხტომას, ბილეთის ფასი 300 იუენია (დაახლოებით 45 დოლარი).

ლუნცინის ხეობა დაფარულია ორი მაღალი მთის მწვერვალებით. ეს ადგილი პეკინის ყოველწლიური ყინულისა და თოვლის ფესტივალის ადგილია, სადაც ზამთარში ყინულის ფიგურებს თლიან და კონკურსები იმართება.

თლიან ცხოველების გამოსახულებებს, მითიურ გამოსახულებებს, როგორიცაა დრაკონები, ადამიანის ფიგურებს.

ხეობა ცნობილია, სხვა საკითხებთან ერთად, თავისი ბანჯი ჯუმპით.

დანარჩენი კი ერთად ვნახოთ რეპორტაჟში.

ეკა გულუა პეკინიდან    

მსგავსი თემები