„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ“ – ხვიჩია გომელაურს

„მე არ მგონია, რომ თქვენ ამ ტრაგედიაში დამნაშავე ხართ და არც ის მგონია, რომ რამეს დააკლებდით ამ სიტუაციაში, რადგან ადამიანურად მესმის ვისზე როგორ იმოქმედებდა, ნებისმიერ ჩვენთაგანზე ასეთი ტიპის ტრაგედია“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრის მოსმენისას.

 „თბილისში ერთი დიდი საგანგებო სამსახურის არსებობა და ყველაფერზე მისი პასუხისმგებლობის დაკისრება, ასევე ერთი დიდი შინაგან საქმეთა სამინისტროს არსებობა, რომელიც ყველაფერზეა პასუხისმგებელი დაწყებული დამნაშავის დაკავებიდან, სტიქიურ ზონებში ეფექტურად მოქმედებამდე გაგრძელებული, არასწორია. ეს მოწყობაა არასწორი და ჩემი აზრით, თქვენც ამ არასწორი მოწყობის მსხვერპლი ხართ, ბატონო მინისტრო“, – განაცხადა დეპუტატმა. მისივე შეფასებით,  იმის გამო, რომ ყველაფერი თბილისშია თავმოყრილი, სინამდვილეში არ გვაქვს არც ერთი ისეთი ინსტრუმენტი, რომლითაც შევძლებდით ყველაფრის გარკვევას.  „მაგალითად ადგილობრივ თვითმმართველობაში ადეკვატური სამაშველო სამსახურის არსებობის შემთხვევაში, ჩემი კოლეგები ან საქართველოს მოსახლეობა პასუხს შინაგან საქმეთა მინისტრს ხომ არ მოთხოვდა. არამედ მოთხოვდნენ თვითონ ერთმანეთს, იქ ადგილზე და იქვე დაადგენდნენ ვინ მოიქცა კარგად და შესაძლებელი იყო თუ არა უფრო ეფექტურად მოქმედება“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

 

 

მსგავსი თემები