,,მოვუწოდებ ქალბატონ პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი”- გიორგი ვაშაძე

იმპიჩმენტს აქვს ორი მიზანი – საგარეო ასპარეზზე დააზიანოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და საშინაო კუთხით – გადაფაროს არსებული პრობლემები, შოვიდან დაწყებული, გურიით გაგრძელებული თუ გაჭირვებით დამთავრებული, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს.

,,როდესაც მმართველი ძალა იმპიჩმენტს იწყებ და ხმები არ გაქვს, შენ ხომ თავი დაიმცირე, მაგრამ გაცილებით უფრო ნაკლები დამცირებაა ეს მათთვის, ვიდრე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ვიდრე მაგალითად შოვის ტრაგედიაზე საუბარი, ჩარტერებზე საუბარი, ამიტომ არის ეს ყველაფერი ფარსი. დავამთავროთ ეს საკითხი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ ჩვენმა პარტნიორებმა სამწუხაროდ გაიგეს, რომ „ქართულ ოცნებას“ კანდიდატის სტატუსი არ უნდა. ეს არის გზავნილი მათ იმპიჩმენტზე. მოვუწოდებ ქალბატონ პრეზიდენტს, შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი. ეს არის ის მძლავრი ნაბიჯი, რომელიც შეუძლია, გადადგას, მათ შორის, ევროინტეგრაციის გზაზე და რაც სჭირდება დღეს საქართველოს. თუ გადადგამს, მაშინ ჩავთვლით, რომ ის თავისუფალია ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან. თუ ამას არ აკეთებს, ჩემთვის ის არის მაინც ბიძინა ივანიშვილის გავლენების ქვეშ მყოფი ადამიანი, რომლისთვისაც ყველა ცუდია და ხიხია ივანიშვილის გარდა, არადა ყველამ ვიცით, რომ ივანიშვილი იღებს ყველა გადაწყვეტილებას საქართველოში. სადაც ჩავიდა, მათ შორის მაკრონს რომ შეხვდა, ზუსტად ვიცი, რომ საუბარი იყო მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზეც სხვა საკითხებთან ერთად. ამიტომ, მხოლოდ საუბარს და ფრენებს შედეგი ვერ ექნება. ქმედებებს აქვს შედეგი და არა მხოლოდ ფრენებს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი თემები