პუტინი 2024 წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს თუ დაესწრება, არ დააპატიმრებენ – ბრაზილიის პრეზიდენტი

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, ვლადიმერ პუტინს არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში G20-ის სამიტს დაესწრება.

მისი თქმით, პუტინი იქნება მიწვეული მომავალი წლის ღონისძიებაზე და დასძინა, რომ ის თავად აპირებს დაესწროს BRICS-ის განვითარებადი ქვეყნების ბლოკის შეხვედრას.

„მჯერა, რომ პუტინი ადვილად მოვა ბრაზილიაში. შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, მას არ დააპატიმრებენ“,- განაცხადა ლულა და სილვამ.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.

მსგავსი თემები