„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა”- სტიქიის დროს თორნიკე ჩხარტიშვილს ემშვიდობებიან

გურიაში განვითარებული სტიქიის დროს თორნიკე ჩხარტიშვილი დაიღუპა. მოზარდს  ემოციურად ემშვიდობება სკოლა.

„ცრემლით და ტკივილით ხვდება ახალ სასწავლო წელს ჯუმათის საჯარო სკოლა. თორნიკე ჩხარტიშვილი, ჩვენი კეთილი და მოსაფერებელი ვაჟკაცი წაგვართვა სტიქიამ. ვუსამძიმრებთ ოჯახს, სოფელს, მთელს ქვეყანას! ღმერთმა ნათელში ამყოფოს შენი სპეტაკი სული ჩვენო თორნიკე! დაგვაკლდები უსაშველოდ! მშვიდობით ,,ბუთქუჩა,,!“, – ნათქვამია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლის განცხადებაში.

 

მსგავსი თემები