განხორციელდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება, მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა-გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება – სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია

სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით.

ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება.

ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.

„112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა. პირველივე დღეს ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. პირველივე დღესვე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, ამინდის გამოსვლისთანავე კი ხეობის დათვალიერება შსს-ის ვერტმფრენით მოხერხდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესში ჩართული იყო და სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულო რწმუნებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები