არაფერს გამოვრიცხავ – კალაძე პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების საკითხთან დაკავშირებით

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მისთვის უცნობია, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი
ზურაბიშვილი მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის კომენტირებისას განუცხადა.

„მე არაფერს გამოვრიცხავ, მიუხედავად იმისა, რომ მას ძალიან ბევრჯერ აქვს პრინციპული განცხადებები გაკეთებული სააკაშვილის არშეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენ ბოლო დროს ისეთი რაღაცეები ვიხილეთ, რაც ძალიან მძიმეა. მე ვერ გეტყვით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი სააკაშვილთან მიმართებაში, თუმცა, როგორც ვიცით, არის სხვა კონკრეტული საქმეები, რომელზეც პარალელურად მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები