მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა

მაროკოში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 2 012-მდე გაიზარდა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაშავდა და საავადმყოფოში მოთავსებულია 1 404 პირი.

ნანგრევებში მოყოლილთა გადასარჩენად სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა.

შეგახსენებთ, მაროკოში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 8 სექტემბერს მოხდა.

 

მსგავსი თემები