ცხედარი მდინარე ჭანჭახის კალაპოტში იპოვეს – შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა

ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ნაპოვნია  32 ცხედარი, 1 პირთან დაკავშირებით ძებნა  აქტიურად მიმდინარეობს.

 

მსგავსი თემები