,,ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს”- გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ  ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს.

,,ოქტომბრის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე შეფასებას ელოდება. ამასობაში, ხელისუფლებას პრეზიდენტის იმპიჩმენტი უნდა, ოპოზიცია პრემიერის იმპიჩმენტს ითხოვს. სინამდვილეში, ბიძინა საქართველოს ევროპულ მომავალს უწყობს იმპიჩმენტს. მადლობა ბიძინას “მშვიდობისთვის,” – წერს გახარია.

 

მსგავსი თემები