მიმდინარეობს მიზანმიმართული სიცრუის კამპანია, ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა – კახა კალაძე

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მედიის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტზე ბიუჯეტიდან თანხები არ დახარჯულა და რომ ადგილი აქვს მიზანმიმართულ სიცრუის კამპანიას.

„მიზანმიმართული სიცრუის კამპანია მიმდინარეობს პრემიერ- მინისტრთან და მის ოჯახთან მიმართებით. ჯერ გავრცელდა, თითქოს პრემიერ-მინისტრმა პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა თვითმფრინავი
და ამაში დახარჯა ბიუჯეტის ფული. შემდეგ გაირკვა, რომ ამაში არ დახარჯულა ბიუჯეტის ფული. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. თუმცა გვახსოვს
წლები, როდესაც ასეთი ფრენები ხორციელდებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის პირობებში. ბიუჯეტიდან ხდებოდა საყვარლების დაფინანსება გარკვეული საჩუქრებით; ბიუჯეტიდან, ხალხის ფულით
ხდებოდა შვილის სწავლის დაფინანსება. ეს იფუთებოდა იმით, თითქოს მიხეილ სააკაშვილს ნიჭიერი შვილი ჰყავდა. დარმწუნებული ვარ, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ძალიან ბევრ ოჯახს ჰყავს ნიჭიერი შვილები, იგივე ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიუჯეტიდან აფინანსონ მაღალი თანამდებობის პირმებმა თავიანთი ოჯახის წევრები. მთავრობამ გააკეთა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის მიერ გაწეული პირადი ხარჯი“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები