„ომიკრონი“ საქართველოში ძირითადად აბუდაბიდან შემოსულებმა შემოიტანეს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის. პაატა იმნაძის ინფორმაციით, საქართველოში ომიკრონი სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა, ძირითადი მაინც აბუდაბის რეისი მგზავრები არიან.

ომიკრონითდაინფიცირებულები ის ადამიანები არიან, რომლებიც საზღვარგარეთ იყვნენ წასულები, იქ დაემართათ ვირუსი. ყველაზე მეტი შემთხვევა იყო აბუდაბიდან შემოსულებზე. ბევრნი არიან ამ რეისიდან, თუმცა, ასევე „ომიკრონი“ შემოვიდა თურქეთიდან, ამერიკიდან, აფრიკიდან. ვისაც „ომიკრონი“ საქართველოში დაუდასტურდა, ყველა აცრილი იყო, ამიტომ, ყველა შემთხვევაში, ავადობა მსუბუქად მიმდინარეობს.  მათ ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ“ – განუცხადა პაატა იმნაძემ „მედიცენტრ მთავარს“.

მისივე შეფასებით, საკოორდინაციო საბჭოში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არავის უნდა. თუმცა,  ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, არსებული რეკომენდაციების დაცვა.

 

მსგავსი თემები