არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელის,კირილ ბუდანოვის განცხადებით, ომი დიდხანს არ გაგრძელდება, რადგან რუსეთი ფიზიკურად დიდხანს ვერ გაუძლებს.

,,მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მტერზე”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მისივე თქმით, შესაძლოა, ომი რუსეთის ფედერაციასთან კიდევ ექვსი თვე, შვიდი თვე ან ერთი წელი გაგრძელდეს,ზოგისთვის კი ეს დიდი დროა.

„თუ თქვენ საუბრობთ ნახევარ წელზე, შვიდ თვეზე, დაახლოებით ერთ წელზე და ფიქრობთ, რომ ეს გრძელი პერიოდია, მაშინ გასაგებია, რომ მართალი იქნებით“, – განაცხადა ბუდანოვმა.

მსგავსი თემები