,,ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში”- ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის”თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებას ითხოვს. მისი თქმით, საქართველოს პრემიერი  დაკავებული უნდა იყოს.

,,პუტინის მთავარი სპიკერი საქართველოში, ბიძინა ივანიშვილის გაგრძელება, ვგულისხმობ ღარიბაშვილს, თავს უფლებას აძლევს და “გუშინ ტელეკომპანია ” პირველმა” გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ფრენები, რომელზეც ვსაუბრობთ და ირაკლი ღარიბაშვილის ვოიაჟები, დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მუდმივად გვესმის, რომ ნუნუკა თამაზაშვილს ტყე აჩუქა, რომ დაბადების დღე აქვს, რომ ნუნუკას დასვენება სჭირდება, ნუნუკას დაქალები დასასაქმებლები არიან და ა.შ. ნუნუკას უკანა ეზოდ აქცია ღარიბაშვილმა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის დაკავებული უნდა იყოს. არ უნდა დაგვავიწყდეს, ამ ხელისუფლებას ციხეში ჰყავს მესამე პრეზიდენტი გამოკეტილი, რომელმაც ჰილარი კლინტონს რომ “რედ ბული” უყიდა, ვარცლავ ჰაველის საფლავზე გვირგვინი რომ მიიტანა და 2 პიჯაკი შეიძინა თურმე, რითაც ოფიციალურ ვიზიტებში დადიოდა. ამიტომ ჰყავს ციხეში გამოკეტილი”. – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მსგავსი თემები