ესპანეთის კურორტზე თევზებმა ტურისტები დაკბინეს

ესპანეთის კურორტ ალიკანტეზე, პონიენტესა და ბენიდორმის სანაპიროებზე დასვენების შემდეგ, ექიმებს 15-ზე მეტმა ადამიანმა მიმართა. ჩივილების მიზეზი კი თევზის ნაკბენი იყო, რომელიც აქამდე უვნებლად ითვლებოდა.

თევზის თავდასხმის შემდეგ დაზარალებულის კანზე კბილების კვალი და მცირე ჭრილობები რჩებათ. ყველაზე ხშირად თევზის მსხვერპლი ხდებიან ხანდაზმული ადამიანები.

საუბარა ქორჭილას მსგავს თევზზე, რომლის სიგრძე 20-30 სმ-ს აღწევს. ექსპერტები თანხმდებიან, რომ ხმელთაშუა ზღვა გაცილებით თბილია, რაც ცვლის ზღვის ფაუნის ქცევას. ალიკანტეს უნივერსიტეტის კლიმატოლოგიის ლაბორატორიის მონაცემებით წყლის ტემპერატურა 29-დან 30 გრადუსამდეა.

მსგავსი თემები