ყველას გვინდა მშვიდობა, თუმცა პუტინთან შეთანხმებით მშვიდობას ვერ მივიღებთ – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს არ სჯერა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კომპრომისის მიღწევა რუსეთ-უკრაინის ომის გადაწყვეტასთან დაკავშირებით შესაძლებელია.

,,უდავოდ, ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა რაც შეიძლება მალე. ჩვენ ყველანი ვლოცულობთ მშვიდობისთვის. თუმცა გვესმის, რომ მშვიდობას ვერ მივიღებთ პუტინთან შეთანხმებით. პრიგოჟინს სურდა პუტინთან შეთანხმების მიღწევა და ხედავთ, როგორ განვითარდა ეს ყველაფერი”, – აცხადებს ბორის ჯონსონი.

მისი თქმით, უკრაინა უნდა გახდეს ნატოს წევრი, რაც შეიძლება მალე.

,,ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, ჩვენ რომ ბევრად უფრო მკაფიო ვყოფილიყავით ჩვენს პოზიციაში. მაგრამ ჩვენ ერთი რამ ვთქვით, როცა ვფიქრობდით მეორეზე და ამან გამოიწვია ტრაგედია. ახლა კი ნათლად უნდა ვთქვათ – გვინდა, რომ უკრაინა გახდეს ნატოს წევრი. რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ჯონსონმა.

 

მსგავსი თემები