გორში, მაღაზიის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა იარაღი ისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა

გორში, სუპერმარკეტის დაყაჩაღებისას თავდამსხმელმა მაღაზიაში რამდენჯერმე გაისროლა და მოლარეს მოკვლით დაემუქრა. კრიმინალური შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ადგილზე ამ დრომდე პოლიციაა მობილიზებული. შსს-ს ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავე, ახალგაზრდა კაცი დაკავებულია და გორის პოლიციაშია გადაყვანილი.

თავდამსხმელმა სუპერმარკეტ ,,დეილიდან” რამდენიმე ასეული ლარი იარაღის მუქარით გაიტაცა.

მსგავსი თემები