რუსთავში ძლიერი წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად რუსთავის ქუჩები დაიტბორა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დატბორილია ლეონიძისა და შარტავას გამზირები, მესხიშვილისა და კლდიაშვილის ქუჩები, მე-19 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორია.

სატრანსპორტო საშუალებები კი შეფერხებით გადაადგილდებიან.

მსგავსი თემები