მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოქალაქე, რომელიც სოფელ სუფსაში გადარჩენის მიზნით სიმაღლეზე იყო ასული, უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.

ცნობისთვის, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი და 1 პირის მიმართ გრძელდება სამძებრო სამუშაოები.

,,ადამიანის, რომელიც სიმაღლეზეა ასული, ჩამოყვანა ვერ ხერხდება, არის მდინარის პირას”- სოფელ სუფსაში ლანჩხუთის მერის წარმომადგენელი

მსგავსი თემები