გურიაში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა – ძლიერი ნალექის შედეგად დატბორილია საცხოვრებელი სახლები, საველე საბარგულები, მოტეხილია ხეები, ჩამოშლილია მიწის მასები, გარე სამყაროს მოწყვეტილია გურიის რეგიონის რამდენიმე სოფელი.
სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ჯუმათიდან ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მაშველებმა სტიქიის ზონაში ქალი გადაარჩინეს. მაშველებმა ის დამეწყრილი ზონიდან ამოიყვანეს.