პუტინმა მოკლა პრიგოჟინი – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მათი ინფორმაციით, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი პუტინმა მოკლა.

,,მან მოკლა პრიგოჟინი – ყოველ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს ასეთი ინფორმაცია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსების მორალური მხარე დაცემულია, რადგან ისინი “ვაგნერელების” უკან იმალებოდნენ.

,,ვფიქრობ, რომ ეს თავდაცვა, რომელიც იმალება დაქირავებული მებრძოლების, ვაგნერელების სიცოცხლის მიღმა, – დაკარგეს. ეს ჩვენთვის ნამდვილად პლუსია”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები