„როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ,”- ჯო ბაიდენი პუტინზე

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შემდეგ, ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს დიქტატორი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტმა ჯო ბაიდენმაც უწოდა. მისი თქმით,  “როდესაც დიქტატორები არ იხდიან ფასს თავიანთი აგრესიის გამო, ისინი კიდევ უფრო მეტ ქაოსს იწვევენ.”

ბაიდენის გადაწყვეტილებით, რუსული თვითმფრინავებისთვის აშშ-ის საჰაერო სივრცე ჩაიკეტა.

„ჩვენ შევუერთდებით ჩვენს მოკავშირეებს და დავხურავთ ამერიკის საჰაერო სივრცეს რუსეთის ყველა ფრენისთვის“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები