თავდასხმა კრივოი როგზე – დაშავდა 60 ადამიანი

დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი როგზე პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაზე რუსეთის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 60 დაშავდა.

შინაგან საქმეთა მინისტრ იგორ კლიმენკოს განცხადებით, ქალაქში პოლიციის დამატებითი ჯგუფები მეზობელი რეგიონებიდან ჩავიდნენ. დაბომბვის ადგილის მახლობლად განლაგებულია კარვები, სადაც სპეციალისტები უზრუნველყოფენ ფსიქოლოგიურ დახმარებას და მობილური პუნქტები დაზარალებულებისგან განცხადებების მისაღებად.

ცნობისთვის, რომ დღეს დილით კრივოი როგზე თავდასხმის შედეგად, დაზიანდა 3 ადმინისტრაციული შენობა და 7 საცხოვრებელი კორპუსი, მათ შორის მაღალსართულიანი.

მსგავსი თემები