კუნძული გულანგიუ – სამოთხე დედამიწაზე (ვიდეო)

აქ ნამდვილი სამოთხეა. აქ სხვა სამყაროა, სხვა პლანეტაა და ეს ყველგან იგრძნობა, ყველა მიმართულებით. ერთად გავიცნოთ კუნძული, რომელიც ქალაქ სიამენთან, ფუნჯიანის პროვინციაში მდებარეობს.

კუნძული თითქმის ყველა სეზონზე გაზაფხულის ამინდით სარგებლობს და მას მეტსახელად “ზღვის ბაღს” უწოდებენ. ამ ქალაქში 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 1940-იან წლებში, გლობალიზაციის ფონზე, კუნძული გულანგიუ გახდა მნიშვნელოვანი ფანჯარა ჩინეთსა და დასავლეთს შორის კულტურული გაცვლისთვის.

კუნძულზე 100-ზე მეტი შენობა მდებარეობს და მათ შორისაა მუზეუმები. თუ რა მუზეუმებზეა საუბარი, ამას ვიდეოს მეორე ნაწილში ვნახავთ.

ერთად ვიმოგზაუროთ სამოთხეში.

ეკა გულუა ჩინეთიდან

მსგავსი თემები