სოფელ ჯუმათში ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს

სოფელ ჯუმათში ფერდობის ჩამოშლის ადგილიდან მაშველებმა არასრულწლოვანი გამოიყვანეს. შესაბამისი ვიდეოკადრები სოციალურ ქსელში ვრცელდება.

ცნობისთვის, გურიის რეგიონში, სტიქიის ზონაში ძებნის ღონისძიების ფარგლებში ნაპოვნია ორი ადამიანის ცხედარი. ამ დრომდე გრძელდება 1 პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები.

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები. სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები. ს

მსგავსი თემები