ძლიერი ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარი, მთაში შესაძლოა თოვლჭყაპი – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს ტერიტორიის უმეტეს, ხოლო 9 სექტემბრიდან 10 სექტემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში კვლავ უხვი ნალექი, ელჭექი და სეტყვაა მოსალოდნელი.

მათივე ცნობით, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. 9 სექტემბრიდან მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა და მაღალმთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლჭყაპი აღინიშნოს.

როგორც გარემოს ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია, საქართველოს მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

მსგავსი თემები