მაშველებმა სოფელ სუფსიდან მრავალშვილიანი ოჯახი უვნებლად გამოიყვანეს

გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ადიდებულია მდინარეების კალაპოტები, ჩამოწოლილია მეწყერი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები, ხიდები და სოფლებთან დამაკავშირებელი გზები.

სტიქიის ადგილებზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფების წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

სტიქიის ზონაში მაშველებმა ერთი არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს, დაკარგული ორი პირის მიმართ კი, საძიებო სამუშაოები გრძელდება,

მაშველებმა სოფელ სუფსიდან უვნებლად გამოიყვანეს მრავალშვილიანი ოჯახი, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.

ამასთან, ნაგომართან, მდინარე სუფსაში გადაარჩინეს ტურისტი.

მსგავსი თემები