თბილისში, ეროვნული არქივის შენობა იწვის

ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის შენობის ტერიტორიაზე ხანძრის ქრობის სამუშაოები დაახლოებით 1 საათია მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი გაჩნდა არქივის შენობაში, ქიმიური ნივთიერებების საცავის ტერიტორიაზე. ნივთიერებები ქაღალდის გადასამუშავებლად გამოიყენებოდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ევაკუირებულები არიან. ჯერჯერობით უცნობია რა ზარალი მიადგა ეროვნულ არქივს და რამ გამოიწვია ხანძარი.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია.

მსგავსი თემები